თავში

"თუ აუცილებელი გახდება კლინიკაში მოთავსება, წინააღმდეგობა არ იქნება" - ადვოკატი

"თუ აუცილებელი გახდება კლინიკაში მოთავსება, წინააღმდეგობა არ იქნება" - ადვოკატი
თუ აუცილებელი გახდება კლინიკაში მოთავსება, წინააღმდეგობა არ იქნება - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, 3 საათზე მეტია ექიმთა ჯგუფი იმყოფება. 

კონსილიუმი რუსთავის ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგიშვილის თქმით, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი არ იქნება.

"უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას და თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system