თავში

თუ ბავშვი უცრემლოდ ტირის - როგორ ვლინდება კორონავირუსი 0-დან 9 წლამდე ასაკში

თუ ბავშვი უცრემლოდ ტირის - როგორ ვლინდება კორონავირუსი 0-დან 9 წლამდე ასაკში
თუ ბავშვი უცრემლოდ ტირის - როგორ ვლინდება კორონავირუსი 0-დან 9 წლამდე ასაკში

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურული განმარტავს, რა სიმპტომებით ვლინდება კორონავირუსი 0-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

"სიმპტომატიკა იგივეა დაახლოებით, რაც დიდებში, მაგრამ ნაკლებ მწვავედ არის გამოხატული. ვისაც 0-9 წლამდე ასაკის ბავშვები გყავთ, რომ იცოდეთ, ძირითადი სიმპტომები 41 პროცენტში არის სიცხე, მერე მოდის ხველა, ხოლო სუნთქვის უკმარისობა ძალიან მცირე პროცენტშია ბავშვებში, დაახლოებით 7 პროცენტამდე. ასევე არის კუნთების ტკივილიც გამოხატული, ცხვირიდან გამონადენი, სურდო, ყელის ტკივილი დაახლოებით 15 პროცენტს აქვს, თავის ტკივილიც ამდენივე პროცენტში.

ვინაიდან გულისრევა, ღებინება ძალიან ხშირად არის გამოხატული, ამის გამო გვაქვს გამოხატული დეჰიდრატაცია (სითხის ნაკლებობა, გამოშრობა). 

გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბავშვს ჰქონდა გულისრევა, ღებინება, ჰქონდა ტემერატურა, მაგრამ არ იღებდა საკმარისი რაოდენობით სითხეს. დედა აღნიშნავდა, რომ ბავშვი ტიროდა უცრემლოდ. რაც არის ძალიან საყურადღებო, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი არის გამომშრალი, მას აქვს დეჰიდრატაცია. 

ასეთ შემთხვევაში, ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თუ ბავშვი უცრემლოდ ტირის და ამასთან არის ლეთარგიული ანუ მივარდნილი და არ აქვს ენერგია, აუცილებლად უნდა წაიყვანოთ საავადმყოფოში, თუმცა არ შეგეშინდეთ, პანიკის საფუძველი არ არის, უბრალოდ საავადმყოფოში ექიმები დაეხმარებიან, რომ სითხის ბალანსი შეივსოს გადასხმის მეშვეობით. 

სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვი არ აპროტესტებს სითხის მიღებას, უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად, რომ ბავშვმა მიიღოს ბევრი სითხე, რაც მას უყვარს, მიეცით ის სითხეები. 

მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვი შარდავდეს დაახლოებით 2 საათში ერთხელ, როგორც ადრე და შარდი არ იყოს მუქი ჩაის ფერის. ბავშვის შარდი უნდა იყოს ღია ჩალისფერი. თუ შარდი მუქია, ეს მიანიშნებს მაღალ კონცეტრაციასა და დეჰიდრატაციაზე" - განაცხადა ზურაბ გურულმა. 

ამასთან, ექიმი მშობლებს ერთ-ერთი სიმპტომის შესახებ აფრთხილებს, რომელიც ინფიცირებულ ბავშვებში ვლინდება. ეს არის სიწითლე, გამონაყარი და შესაძლოა, შეშუპებაც. 

"ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, არის ე.წ კოვიდგამონაყარის არსებობა. ის სხეულზე ვითარდება სხვადასხვა ადგილას. თითებზე, ყველაზე უფრო ხშირად, იდაყვებზე, ფეხის თითებზე, ფეხის გარეთა ზედაპირზე. შესაძლოა იყოს ქავილი, სიწითლე და შეშუპებაც კი. დაახლოებით 2-დან 8 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი სიმპტომები" - ამბობს ზურაბ გურული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system