თავში

,,თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს სასჯელს" - ანდრია ჯაღმაიძე

,,თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს სასჯელს" - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს ქადაგება აკრძალული აქვს. 

მისივე თქმით, თუ სასულიერო პირის მიმართ დანაშაული დადგინდა, ის შესაბამის სასჯელს მიიღებს. 

,,არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს.

ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ეხლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!", - წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system