თავში

"თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, არის საშიშროება" - მარინა ენდელაძე

"თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, არის საშიშროება" - მარინა ენდელაძე
თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, არის საშიშროება - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველოსთვის ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია.

მისივე თქმით, მეხუთე ტალღის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს და მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვას.

"ვხედავთ, რომ ეპიდვითარება შედარებით გაუმჯობესდა, მძიმე პიკმა გადაიარა, მაგრამ, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია.

თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, ვაქცინაციის ტემპი უფრო არ მოიმატებს და რეგულაციებს სათანადოდ არ დავიცავთ, არის საშიშროება და მოსაზრება, რომ, შეიძლება, მეხუთე ტალღაც იყოს. ვფიქრობ, თანდათან, ვაქცინირებულები წამოგვეწევიან და იმედი მაქვს, რომ მეხუთე ტალღა ისეთი მძიმე არ იქნება, როგორიც - მეოთხე", - ამბობს მარინა ენდელაძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 54 და გამოჯანმრთელდა 2 795 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system