თავში

,,თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ნიშნავს, რომ ინფიცირებული ხართ" - ექიმის რჩევები

,,თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ნიშნავს, რომ ინფიცირებული ხართ" - ექიმის რჩევები
,,თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ნიშნავს, რომ ინფიცირებული ხართ - ექიმის რჩევები

ბათუმელი ექიმი, სოფიო ბერიძე საჯარო პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს.

,,მეგობრებო!

აჭარაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი რჩება მაღალი და შედარებისთვის, ის უტოლდება და ასწრებს ევროპაში პირველი ტალღის გავრცელების პიკზე მყოფ რეგიონებს!

დიაგნოსტირების მთავარი სირთულე ისევ PCR ტესტირების შეზღუდვები და შეფერხებაა - რეალურად კი ამ გავრცელების პირობებში, კონტაქტით და მის გარეშეც, თუ გაქვთ

  • ტემპერატურის მატება
  • კუნთების
  • ზურგის
  • თავის ტკივილი
  • და ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა

ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედებების, ტესტირებაზე დროის, ფულის, ნერვების და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე - უნდა დალიოთ ჩაი, ბევრი სითხე, იკვებოთ სწორად, ხშირად ანიავოთ ოთახი, იმოძრავოთ და რაც მთავარია - იყოთ იზოლაციაში!

ოღონდ ამ ყველაფერს თვალყურს უნდა ადევნებდეს - ექიმი!

აი, ამ ექიმს როგორ დაუკავშირდებით და ჩაბარდებით - თქვენი მარიფათის და მოხერხების ამბავია, ჯერ კიდევ...

ამავე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რჩებით სახლში ან სასტუმროში თუ გჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება!

ამავე ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მედიკამენტები, თუ ისინი გჭირდებათ! (და არა მეზობელმა, ახლობელმა ან ფარმაცევტმა..)

ამავე ექიმმა უნდა მოგცეთ შემდგომი რეკომენდაციები, ამოიცნოს ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მძიმე მიმდინარეობაზე! (არა მეზობელმა, ახლობელმა ან ნათესავმა...)

დიახ, ამავე ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს გამოჯანმრთელებაზე და არ დამძიმებაზე!

რა პასუხისმგებლობა და ვალდებულება გეკისრებათ თქვენ:

ყველგან ატაროთ ნიღაბი!

ყველასთან დაიცვათ დისტანცია!

ყოველთვის გქონდეთ დაბანილი ხელები!

სიმპტომების გამოვლენისთანავე გადახვიდეთ იზოლაციაში!

არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტები, გარდა სიცხის დამწევისა და ისიც დოზირებულად!

არ ურჩიოთ სხვას მედიკამენტების და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღება!

არ შეაჩეროთ იმ მედიკამენტების მიღება, რომელიც მანამდე დანიშნული გქონდათ ქრონიკული დაავადებების, მაგალითარ არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ასთმის და სხვათა გამო!

მხოლოდ ამ რეკომენდაციებით და ამ გზით შევძლებთ შევაჩეროთ ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელება და ეს არის ძირითადი გზა და საშუალება გაზრდილი ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად!

p.s. თუ თქვენი და ჩვენი აქტიურობით და გამოკითხვით - რაიმე ტიპის პროცესი თუნდაც მცირედით უმჯობესდება, მაგალითად სასწრაფო დახმარების ბრიგადები - უფრო ოპერატიულად და მეტად აღჭურვილი მოვიდა დღეს ან ხვალ უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს ნიღაბს, ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ჯგუფი თავის იდეას და მისიას ამართლებს!"- წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 22 803-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 178-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system