თავში

,,თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ" - ნინო ჯანგირაშვილი ინიციატივით გამოდის

,,თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ" - ნინო ჯანგირაშვილი ინიციატივით გამოდის
,,თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ - ნინო ჯანგირაშვილი ინიციატივით გამოდის

,,გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის განმავლობაში იყოს 1000 ლარი", - ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჯანგირაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და გადახდილი გადასახადები დაიზოგოს?

,,თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები. P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე",- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system