თავში

თუ გამოძიება დამიძახებს, აუცილებლად მივალ - რატიანი

თუ გამოძიება დამიძახებს, აუცილებლად მივალ - რატიანი
თუ გამოძიება დამიძახებს, აუცილებლად მივალ - რატიანი

თუ საჭირო გახდება, გამოძიებასთან აუცილებლად ვითანამშრომლებ, - ამის შესახებ Report.ge-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

რატიანის თქმით, მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისთვის მხოლოდ იმ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, რაც პაციენტის ისტორიაში წერია. 

"მე მხოლოდ იმ ინფორმაციის მიწოდება შემიძლია, რაც ისტორიაში წერია, მეტს სამწუხაროდ ვერაფერს მივაწოდებ გამოძიებას. იმ ისტორიაში წერია ყველაფერი, ჩემი ჩანაწერია და ყველაფერი იქ მაქვს დაფიქსირებული, მაგაზე მეტს ვერც ვერაფერს ვიტყვი.

ვერ ვიტყვი ადვოკატები რატომ ითხოვენ ჩემს გამოკითხვას, მაგრამ რახან ითხოვენ, რა პრობლემაა, მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რიგითი ექიმი ვარ, ბევრჯერ ვყოფილვარ გამოკითხვაზე და თუ გამოძიება დამიძახებს, აუცილებლად მივალ", - განუცხადა Report.ge-ს ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system