თავში

"თუ რაიმე აინტერესებთ, მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ" - ღარიბაშვილი

"თუ რაიმე აინტერესებთ, მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ" - ღარიბაშვილი
თუ რაიმე აინტერესებთ, მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ - ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება.

„მონიტორინგი, კონტროლი მაქვს ძალიან მკაცრად და ყველა მომწოდებელი გავაფრთხილეთ, რომ დამთავრდა რბილი კონტროლის დრო, როდესაც რომელიმე მომწოდებელი კომპანია იგებს ტენდერს, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო არ ატარებს კვების ტენდერს, არამედ შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება მთავრობას.

შესყიდვების სააგენტო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერებს და ხშირად ასეთი ტენდერი გულისხმობს, იმას, რომ მოგებული კომპანია ამარაგებს არა მხოლოდ ერთ უწყებას, არამედ რამდენიმე უწყებას და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიმდინარეობს კონტროლი და მონიტორინგი. ბუნებრივია შეიძლება ხარვეზები გამოიკვეთოს მოწოდებაში და პროდუქციის ხარისხში, რაზეც ჩვენს უწყებას მყისიერი რეაგირება აქვს.

გვაქვს სამმხრივი გადაზღვევა, რომ რაიმე არ გაგვეპაროს. როცა ხდება წუნის დადება, ჩვენ კონკრეტულ კომპანიას ვეუბნებით, რომ გამოასწოროს. სიუჟეტი ააწყვეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ აქვთ სათქმელი ამ საცოდავ ადამიანებს არაფერი, გარდა იმისა, რომ რაღაც სისულელე მოიგონონ. ტყუილად წვალობენ და თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ, დააგემოვნონ და განწყობა, რაც ჯარში არის, ამის ნათელი დადასტურება იყო, რაც მოხდა მაგალითად არჩევნებზე ავღანეთში, როცა ჯარის 93%-მა მხარი დაუჭირა ჩემს პოლიტიკას და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system