თავში

თუ ის ოჯახში შეაღწევს, ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ რჩება - კულუმბეგოვი

თუ ის ოჯახში შეაღწევს, ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ რჩება - კულუმბეგოვი
თუ ის ოჯახში შეაღწევს, ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ რჩება - კულუმბეგოვი

ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია 5-8 ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელების თვალსაზრისით ინდური შტამი ბრიტანულზე დაახლოებით 60 პროცენტით ძლიერია, ამიტომ რეგულაციების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება. 

„მას გადაცემის ანუ გამარტივების უნარი ბრიტანულ შტამზე უფრო მაღალი აქვს და სამწუხაროდ, დელტა ანუ იგივე ინდური შტამით დაავადებულები მინიმუმ ორჯერ მეტად ხვდებიან საავადმყოფოში.

ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ხდებოდა, რომ ოჯახის ერთი წევრი ინფიცირდებოდა, მეორე კი - არა. სამწუხაროდ, ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულ ვარიანტზე 60%-ით ძლიერია, ის თუ ოჯახში შეაღწევს, ოჯახის ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ რჩება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც კი საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. ამიტომ რა თქმა უნდა სიფრთხულის ზომების მიღებას და რეგულაციების პირნათლად შესრულება მნიშვნელოვანია. 

ერთ ადამიანს დელტა შტამით დაავადებულს, დაახლოებით შეუძლია 5-8 ადამიანის დაინფიცირება. ამიტომაც ვარაუდობენ ჩვენთან, რომ რომ ინფიცირებულთა დაახლოებით 10-15 პროცენტი სწორედ ინდური შტამია. ბევრ ქვეყანაში უკვე იწყებს ინდური შტამი ბრიტანულის ჩანაცვლებას და საქართველოშიც, ალბათ თვენახევრში დომინანტი შტამი იქნება" - ამბობს კულუმბეგოვი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system