თავში

თუ ჯანმო აღიარებს, რატომ არა?! - იმნაძე რუსულ ვაქცინაზე

თუ ჯანმო აღიარებს, რატომ არა?! - იმნაძე რუსულ ვაქცინაზე
თუ ჯანმო აღიარებს, რატომ არა?! - იმნაძე რუსულ ვაქცინაზე

შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ რუსული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით დაიწყოს მსჯელობა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს.

,,თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, ისმის კითხვა: რატომ არა? მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, "ასტრაზენეკას" ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური "სინოვაკი", ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი," - განაცხადა პაატა იმნაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ბაზარზე არსებული სამივე ვაქცინა შემოიტანოს, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის შემოტანა საქართველოში, არ განიხილება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system