თავში

თუ პრევენციული ღონისძიებები არ წამოგვეშველა, მართვა ძალიან გაჭირდება - თამარ გაბუნია

თუ პრევენციული ღონისძიებები არ წამოგვეშველა, მართვა ძალიან გაჭირდება - თამარ გაბუნია
თუ პრევენციული ღონისძიებები არ წამოგვეშველა, მართვა ძალიან გაჭირდება - თამარ გაბუნია

7 000 საწოლი უკვე არის მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ამ რესურსით დღევანდელი ეპიდემიური მდგომარეობის მართვა შესაძლებელია.

„როგორც ვიცით დღეს ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური დატვირვის პირობებში არის. ჩვენ დღესაც ველოდებით დამატებით საწოლების მობილიზებას. 7 000 საწოლი უკვე არის მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება. მაქსიმალური ჩვენი შესაძლებლობა არის 8000-მდე საწოლის მობილიზება. ჯერჯერობით ეს რესურსი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში დღევანდელ ეპიდემიურ სურათს ანუ 40 000 აქტიური შემთხვევის მართვას ახერხებს, თუმცა თუ არ წამოგვეშველა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება შემდეგ უკვე სექტორისთვის მართვა“, - განაცხდა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system