თავში

,,თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ" - ირაკლი ფანგანი

,,თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ" - ირაკლი ფანგანი

დევნის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

ფანგანი მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს, რომ ჩადენილ საქციელს არ ნანობს.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, იმავეს გააკეთებს.

,,საზოგადოებას დიდი ბოდიში იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, მაგრამ როცა ჩავლეიშვილი ჩადის, ჩამოდის და ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და გადავამხე თავზე. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს.

ანალოგიური უნდა მოხდეს ყველგან, ვინც მოღალატე შევა პარლამენტში და ხალხის თავისუფლების ხმას მოიპარავს, ყველას იგივე მოუწევს,“ - განაცხადა ირაკლი ფანგანმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ირაკლი ფანგანი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა, ვინაიდან, ბრალდების მხარე მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system