თავში

"თუ საჭიროება იქნება, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან" - მინისტრის მოადგილე

"თუ საჭიროება იქნება, სამხ
თუ საჭიროება იქნება, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან - მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა.

როგორც წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარით და ის მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება.

მისივე თქმით, აღნიშნულ საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება იქნება შესაძლებელი.

საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება. გამოცდილება გვაქვს და თუ ამის საჭიროება მომავალშიც დადგება, ჩვენ და ჩვენს თანამშრომლებს შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში, სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტალები. მადლობა მინდა გადავაუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს ამ ღირებული სამუშაოს გაწევისთვის. თუ ამის საჭიროება იქნება, საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება მოხდება.

„წითელ ჯვართან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ექიმების მობილიზებას მათთან ერთად ვახდენთ. თუ საჭიროება იქნება, ყველა ექიმი, მათ შორის, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. საველე ჰოსპიტალის მომსახურება არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება, აქ არ არის პალატები, არის ერთიანი სივრცე, შესაბამისად ერთ ექიმს შეუძლია უფრო მეტ საწოლს მოემსახუროს, ვიდრე ეს ჰოსპიტალებში ხდება, ასე რომ, ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი“, -  განაცხადა წოწკოლაურმა.

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system