თავში

თუ ვინმეს ჩემი ლექსი რაიმედ გიღირთ, გადამირჩინეთ ჩემი შვილობილი - ტარიელ ხარხელაური

თუ ვინმეს ჩემი ლექსი რაიმედ გიღირთ, გადამირჩინეთ
თუ ვინმეს ჩემი ლექსი რაიმედ გიღირთ, გადამირჩინეთ ჩემი შვილობილი - ტარიელ ხარხელაური

პოეტი ტარიელ ხარხელაური საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, გიორგი ფარეშიშვილს, რომელსაც მოულოდნელად მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, დაეხმაროს. 

“ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მარადიულად თანამგზავრი ტკივილის გამო, კითხვა – რისთვის უფალო? ჩემს ბაგეთ არ დასცდენია… როცა ჩემი შვილობილის,გიორგი ფარეშიშვილის ავადობის შესახებ გავიგე,ჩემდა უნებურად საყვედური წამომცდა – რისთვისღა უფალო?!

გიორგი ხომ მარტო ჩემი,ტარიელ ხარხელაურის ოჯახისთვის კი არაა იმედი, ასეთი კაცები მოსაფრთხილებელნი არიან. ვაგლახ, უფალო, რომ ტარიელ ხარხელაურს არა აქვს სხვა გასაქანი და მხოლოდ შენი და ჩემი ხალხის იმედად ვარ…
თუ ვინმეს ჩემი ლექსი რაიმედ გიღირთ, თუ ვინმეს ჩემი სიცოცხლე რაიმედ გიღირთ, გადამირჩინეთ ჩემი შვილობილი, ჩემი გიორგი ფარეშიშვილი, რომელიც ჩვენი სამშობლოს ნათელი მომავალი და ხვალინდელი დღის იმედია…
თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე
ტარიელ ხარხელაური
მიმღები ბანკი “საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა
მიმღების ანგარიშის ნომერი: #GE23BG0000000128547900
***
მიმღების ბანკი ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა
მიმღების ანგარიში: #GE49TB7639136011600001
#საბანკოანგარიშები” – წერს ტარიელ ხარხელაური

გიორგი ფარეშიშვილი კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას კი 100.000$ სჭირ­დე­ბა.

მე­გობ­რებ­მა გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლის თა­ნად­გო­მის კამ­პა­ნია – “ერ­თად და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია #ფა­რე­შას­თვის” უკვე და­ი­წყეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system