თავში

თუკი გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან გავიკეთებ აცრას - სერგეენკო

თუკი გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან გავიკეთებ აცრას - სერგეენკო
თუკი გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან გავიკეთებ აცრას - სერგეენკო

თუკი გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან გავიკეთებ აცრას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, არსებული პროტოკოლი მოქმედი სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას ითვალისწინებს.

"ალბათ, პროცესში პოლიტიკური ფიგურების ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება ერთგვარი კამპანიური აქტივობისთვის. პირველ დღეებში რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ აცრისგან თავი შეიკავა, რადგან ნაკადი ენახა - თუ მოთხოვნა იქნებოდა იმ ადამიანებისგან, ვისაც პირველ რიგში ეკუთვნოდა, მათ რიგს დაუთმობდა.

რაღაც მხრივ, პოლიტიკურ ფიგურად ვითვლები, არა მაღალი რანგის, მაგრამ ვუყურებ, ჩემი რიგი ჯერ არ არის და თუ აღმოჩნდება, რომ ნაკადი დაბალი იქნება და მოტივაციისთვის ჩემი აცრა მნიშვნელოვანი იქნება, თუ გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან აცრას გავიკეთებ.

რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ სამედიცინო პერსონალშიც კი დაბალია მოტივაცია, რადგან პორტალზე ცოტა ადამიანი არის დარეგისტრირებული. მოცემულობა ასეთია – თვე-ნახევარზე მეტია, რაც დაიწყო სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანების სიების მიწოდება და 75 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. 13 მარტს მეორე პორტალი გაიხსნა, სადაც კონკრეტული ადამიანები რეგისტრირდებოდნენ. მათ გაიარეს ფილტრაცია 75 ათასიდან და გამოაკლდა ის, ვისაც ბოლო სამი თვის განმავლობაში გადატანილი ჰქონდა, მას 120 დღის განმავლობაში არ უტარდებათ ვაქცინაცია. მოხდა სორტირება მაღალი რისკის სპეციალობის მიხედვით. თუ შაბათის მონაცემებით, 1 500 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, გუშინდელი მდგომარეობით, ხუთი ათასი იყო დარეგისტრირებული. ის, რომ სამედიცინო პერსონალშიც კი დაბალი მოტივაცია არის, ნამდვილად არ არის ასე. მსოფლიოში აცრილია 20 მილიონ ადამიანზე მეტი, საიდანაც 12 მილიონი არის დიდ ბრიტანეთში აცრილი. 50 ქვეყანა "ასტრაზენეკათი" აგრძელებდა ვაქცინაციას, მხოლოდ რვა ქვეყანამ დროებით შეაჩერა, ვიდრე თრომბოემბოლიური გართულებების ერთეული შემთხვევები გაირკვეოდა და კავშირში იყო ვაქცინაციასთან თუ არა. განცხადება გაკეთდა, რომ ასეთი კავშირი არ დადგინდა და უფრო მეტიც, ეს ვაქცინაციასთან კავშირში არ არის", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system