თავში

თეთნულდზე ზვავს 3 ტურისტი ემსხვერპლა

თეთნულდზე ზვავს 3 ტურისტი ემსხვერპლა
თეთნულდზე ზვავს 3 ტურისტი ემსხვერპლა

თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა,- ამის შესახებ report.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში სრიალებდა, სადაც ზვავი ჩამოწვა. 

სტიქიას ოთხი ადამიანი გადაურჩა, ხოლო ექვსი ზვავმა მოიყოლა.

„მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვეს“,- აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, დაიცვან უსაფრთხოების წესები. ნუ გადავლენ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილონ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system