თავში

ტურიზმის ადმინისტრაცია მზად არის, საკარანტინო სივრცეებში მედიატურები მოაწყოს

ტურიზმის ადმინისტრაცია მზად არის, საკარანტინო სივრცეებში მედიატურები მოაწყოს
ტურიზმის ადმინისტრაცია მზად არის, საკარანტინო სივრცეებში მედიატურები მოაწყოს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.  

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. 

აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება კარანტინის პროექტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რაც დაუშვებელია, რადგან საკარანტინო სივრცეების პროექტი მსოფლიოში აღიარებულია. მათი ცნობით, ტურიზმის ადმინისტრაცია მზად არის, ნებისმიერ საკრანტინო სივრცეში მედიატურები მოაწყოს. 

"როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის კუთხით. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა სწორედ საკარანტინო სივრცეებში გამოვლინდა.  

გარდა ამისა, საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულია სასტუმროები, რაც ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირი ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რაც შეეხება საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სივრცეში დაფიქსირებულ მოსაზრებებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, მოაწყოს მედიატურები საქართველოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში, რაც მედიას მისცემს საშუალებას, უშუალოდ ადგილზე შეაფასოს არსებული სერვისები თუ პირობები და მოსახლეობას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ითვალისწინებს იმ დისკომფორტს, რაც ახლავს სავალდებულო საკარანტინო პირობების გავლას და მოქალაქეებს მიმართავს, გამოიჩინონ მაქსიმალური სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან როგორც საკუთარი ოჯახის წევრების, ისე - გარშემომყოფთა ჯანმრთელობას" - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system