თავში

ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია გრძელდება - PHOTO

ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია გრძელდება - PHOTO
ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია გრძელდება - PHOTO

ტურიზმის სექტორის- ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი ტურიზმის ინდუსტრია არის. ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის მისაღებად ტურიზმის სექტორის 3 ათასამდე წარმომადგენელია რეგისტრირებული, რომლებთაც აცრა ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაუტარდებათ.

"ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენ არავის უნდა ჩამოვრჩეთ, მე დღეს ავიცერი და ამით ვეხმარები ჩემს ქვეყანას. ტურისტული სეზონი იწყება და თუ გვინდა რომ რეგულაციები მოიხსნას, კომენდანტის საათი გაუქმდეს თითოეული ჩვენთაგანი უნდა იყო აცრილი", - განაცხადა "მაკდონალდს საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system