თავში

ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა აქცია გამართეს
ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა, საზღვრების გახსნის მოთხოვნით, ტურიზმის ეროვნულ ადმინინისტრაციასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა საზღვრების გახსნა იმ ქვეყნებთან, სადაც დაბალია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და სადაც საქართველოს მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. 

ფრენების აღდგენასთან ერთად აქციის მონაწილეები ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებასაც ითხოვენ.

“ჯერ ვაწყობთ გამაფრთხილებელ აქციას, რომ ჩვენი ხმა იქნებ გაიგოს ხელისუფლებამ და დაგვიკავშირდნენ. დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რას აპირებენ, გვითხრან. იმიტომ რომ ცრუ მოლოდინები შექმნეს და გვეუბნებოდნენ, რომ პირველი ივლისიდან ვიხსნებით, მერე 15 ივლისი იყო, მერე თითქოს ქვეყნების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებთანაც ვხსნიდით საზღვრებს, ეს არაფერი არ გამართლდა. ახლა ამბობენ, თითქოს თვის ბოლოს გავხსნით საზღვარს, მაგრამ არც ეს არ არის გადაწყვეტილი და ოფიციალურად განცხადებული. ეს გაურკვევლობა ქმნის ზუსტად ამ დისკომფორტს და უპერსპექტიობის განცდას.” - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ცოტნე ჯაფარიძემ.

ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება არ მოუსმენს მათ და შესაბამისად არ იმოქმედებს, უფრო მართომასშტაბიანი აქციას გამართავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system