თავში

თურქეთში, ავარიის დროს დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე თბილისში გადმოჰყავთ

თურქეთში, ავარიის დროს დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე თბილისში გადმოჰყავთ
თურქეთში, ავარიის დროს დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე თბილისში გადმოჰყავთ

თურქეთში ავარიის დროს დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე თბილისში გამოემგზავრა. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით საქართველოს ერთ მოქალაქეს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რომელიც ქალაქ ჩანქირის საავადმყოფოში გაუკეთდა. 

"თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა. სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება,"-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system