თავში

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვებზე აფრთხილებს. შეზღუდვები თურქეთის რამდენიმე ქალაქში, 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები თურქეთის შემდეგ ქალაქებში იმოქმედებს: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი. აღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

"შეზღუდვები კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, 19 მაისის 24 საათიდან 3 ივნისის 24 საათამდე გაგრძელდება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ანკარაში საქართველოს საელჩო, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო და იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გააგრძელებენ მუშაობას, თურქეთის 4 ქალაქიდან (ანკარა, სტამბოლი, ანტალია, იზმირი) საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system