
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც report.ge-ს შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს და უშუალოდ საბაჟოს ტერიტორიაზე ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.
ცნობისთვის, გუშინ სომხური მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ თურქეთ-საქართველოს საზღვარი გადაკეტა და თურქეთიდან მომავალი ტვირთების გადაადგილება შეაფერხა. სომხური წყაროების ცნობით, მოქალქეები აცხადებდნენ, რომ ვიდრე კორონაპანდემიის გამო ჩაკეტილი სომხეთ-საქართველოს საზღვარი არ გაიხსნება, ისინი თურქულ ტვირთებს საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვებდნენ.