თავში

თურმე უშვილობას იწვევს და ღვიძლს შლის... ამოვიდა ყელში - ზაზა თელია

თურმე უშვილობას იწვევს და ღვიძლს შლის... ამოვიდა ყელში - ზაზა თელია
თურმე უშვილობას იწვევს და ღვიძლს შლის... ამოვიდა ყელში - ზაზა თელია

გაზეთში, ან მეზობელთან სტუმრობისას, ან აფთიაქში გაუნათლებელ ფარმაცევტთან ან ექიმის კაბინეტში ("არ ვიცი რას კითხულობენ") შეიძლება წავაწყდეთ იდიოტურ ინფორმაციას იზოტრეტინოინთან (როაკუტანი) დაკავშირებით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დერმატოლოგი ზაზა თელია წერს.

მისი თქმით, მეზობლებისა და გაუნათლებელი ფარმაცევტების მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების განეიტრალებით დაიღალა. 

"თურმე ის უშვილობას იწვევს, ასევე რომ ის თურმე ღვიძლს შლის და აღარ გავაგრძელებ.....ეს წამალი ტერატოგენურია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი მიღების პერიოდში კატეგორიულად არ შეიძლება დაფეხმძიმება, ან ბავშვის ჩასახვა და ასევე მისი მიღების დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში (და არა 2 წელი - ვინც ამას გეუბნებათ ფარმაკოლოგია არ ესმის. რატომ? იმიტომ რომ მისი ნახევარ-დაშლის პერიოდი (half-life) 1 თვე გრძელდება ანუ 1 თვეში ორგანიზმიდან სრულად გამოდის).ტერატოგენური წამლების ჩამონათვალი მრავალია, მათ შორის ანტიბიოტიკები - ეს არ ნიშნავს რომ ისინი უშვილობას იწვევენმართლა ამოვიდა ყელში "ხელზე და ყავაზე მკითხაობაში, ასევ მეზობელთან, ფარმაცევტთან და ზოგიერთ "კოლეგასთან" მიღებული იდიოტური ინფორმაციის განეიტრალებაში ენერგიის ხარჯვა" - წერს თელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system