თავში

თურნავა: მივესალმები ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა

თურნავა: მივესალმები ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით
თურნავა: მივესალმები ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა

მისასლმებელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „ეიპიემ ტერმინალსი“ კვლავაც მტკიცედ ინარჩუნებს საქართველოში მასშტაბური - 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების, ფოთის პორტის გაფართოებისა და ახალი სიმძლავრეების აშენების სურვილს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემაზე კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ეს არის პრაქტიკულად დამატებით 10 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის საპორტო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, 1000-მდე დასაქმებული ადამიანი, რაც განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ჩვენ გავეცით პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ამ პროექტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ნებართვა და წინ კომპლექსური პროცესია გასავლელი - დასაზუსტებელია პროექტის დეტალები, სტრუქტურა, მოსამზადებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები. ამიტომ მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს ზოგადად შავიზღვისპირეთში, მათ შორის ბუნებრივია ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის - მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო.

შეგახსენებთ, 2020 წლის 11 თებერვალს ფოთის ნავსადგურის ოპერატორმა, APM Terminals-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით.

APM-ში აცხადებენ, რომ ისინი არსებული პორტის გაფართოებას და გაღმავებას გეგმავენ. კერძოდ კი, APM-ის ცნობით, კომპანია $250 მილიონის ინვესტირებას და 13-14.5 მეტრის სიღრმის ფარგლებში ახალი ნამვისადგომის მოწყობას გეგმავს.

ეს ფოთის პორტის მიერ ანალოგიური ნებართვის მისაღებად შეტანილი უკვე მეორე განცხადება გახლავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system