თავში

თურნავა: თუ ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, იძულებულები ვიქნებით ეს გავაკეთოთ

თურნავა: თუ ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, იძულებულები
თურნავა: თუ ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, იძულებულები ვიქნებით ეს გავაკეთოთ

ჩვენი ეპიდემიოლოგები რა მომენტშიც კი დაინახავენ რომელიმე ქვეყანასთან საფრთხეს, უნდა გადაიხედოს ურთიერთობის რეჟიმი, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ეს გავაკეთოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ის, როგორც ეკონომიკის მინისტრი სრულად ეყრდნობა ექიმების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას. 

"მე ეკონომიკის მინისტრი ვარ, შესაბამისად, სრულად ვეყრდნობით ჩვენი ექიმების, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, კვლავაც გვიჭირავს პულსზე ხელი. ევროკავშირი ამ კორექტირებას ორ კვირაში ერთხელ აკეთებს. ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია ამაზე მსჯელობა. ჩვენი ეპიდემიოლოგები რა მომენტშიც კი დაინახავენ რომელიმე ქვეყანასთან საფრთხეს, უნდა გადაიხედოს ურთიერთობის რეჟიმი, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ეს გავაკეთოთ. დიდი იმედი მაქვს, ქვეყნებმაც ისწავლეს, როგორ უნდა მართონ ეს გამოწვევები. იმედი მაქვს, რომ ეს არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ადამიანების ჯანმრთელობის უპირატესი ამოცანიდან გამომდინარე“ - განაცხადა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის ეთერში".

ცნობისთვის საქართველომ 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.

30 ივნისს კი, ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system