თავში

თუშეთიდან მოქალაქეები თელავში ვერტმფრენით გადმოჰყავთ - PHOTO

თუშეთიდან მოქალაქეები თელავში ვერტმფრენით გადმოჰყავთ
თუშეთიდან მოქალაქეები თელავში ვერტმფრენით გადმოჰყავთ - PHOTO

თუშეთიდან ტურისტები სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენებს გამოჰყავთ. დღეს კიდევ 50 ადამიანი გადმოიყვანეს თელავში. ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. 

50 კაცია გადმოყვანილი. ორ რეისს კიდევ გააკეთებენ. ომალოში გადაყავთ მანქანებით სხვა სოფლებიდან მოსახლეობა და ტურისტები. იქ გროვდებიან და შემდეგ ხდება ვერტმფრენით გადმოყვანა“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები სამი დღის წინ განვითარდა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეჩერებულია.

სტიქიამ პრობლემები შექმნა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც მათ შორის პანკისის ხეობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system