თავში

თვალი რომ გავახილე, ტყეში შიშველი ვეგდე - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც თბილისში გააუპატიურეს

თვალი რომ გავახილე, ტყეში შიშველი ვეგდე - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც თბილისში გააუპატიურეს
თვალი რომ გავახილე, ტყეში შიშველი ვეგდე - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც თბილისში გააუპატიურეს

12 აგვისტოს, გვიან ღამით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი გააუპატიურეს. დაზარალებული 17 წლის გეი ბიჭია, რომელიც იქ თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, საღამოს მეგობრებთან ერთად დალია, მერე კი მარჯანიშვილის მოედნიდან ცირკთან წავიდა სხვა მეგობრების მოსანახულებლად. ცირკთან მისვლისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო, გულის რევის შეგრძნების გამო ტყეში შევიდა, სადაც მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, ხელი ჩასჭიდა და კოცნა დაუწყო.

„ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი და თავი დაენებებინა, მაგრამ არ მომეშვა. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს, რადგან გონება დავკარგე. როცა თვალი გავახილე, ცოტა ზემოთ, ტყის სიღრმეში, შიშველი ვეგდე ხესთან, კაცი გარბოდა და ჩემი მეგობრები გინებით მისდევდნენ. ცხადია, მაშინვე პოლიციას მივმართე“, - ამბობს დაზარალებული "რადიო თავისუფლებასთან". 

მისი თქმით, სხეულზე დაზიანებების კვალი აქვს. 

„მინდა, რომ მოძალადე სამაგალითოდ დაისაჯოს“, - ამბობს ის.

საპატრულო პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system