თავში

,,თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათთვის გამოყოფილი" - ფხაკაძე

,,თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათთვის გამოყოფილი" - ფხაკაძე
,,თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათთვის გამოყოფილი - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი ,,ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ეპიდემიოლოგები პანდემიამდე არავის ახსოვდა და მათი შემოსავალი ძალიან მწირი იყო.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

,,ვის ახსოვდა ეპიდემიოლოგი ქვეყანაში... 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი და იმიტომაც, ერთი ეპიდემიოლოგი ერთდროულად 10 კლინიკაში მუშაობდა, რომ თვეში როგორმე 200 ლარი მაინც ჰქონოდა ხელფასი.... 

და რამდენი თანხა იყო და არის გადახდილი ჩვენს "ჩემპიონებზე"...  ეს არის მსოფლიო პრობლემა. იქნებ მართლა გადავხედოთ პრიორიტეტებს. 

განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს!", - წერს გიორგი ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system