თავში

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ამომრჩევლები არჩვენებში მონაწილეობას შეძლებენ

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას შეძლებენ
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ამომრჩევლები არჩვენებში მონაწილეობას შეძლებენ

 სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავდა. ამის შესახებ განცხადება ცესკომ გაავრცელა. 

უწყების ცნობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესში, მათ, ვინც საარჩევნო უბანზე მისვლას ეპიდემიოლოგიური მიზეზების გამო ვერ ახერხებს, განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე:2 51 00 51 (0)

ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.

მივმართავთ ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებული ყველა წესი.

დაგვიკავშირდით, გააკეთეთ განაცხადი და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system