თავში

თვითმარქვია ბერი, რომელიც უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას - რას აცხადებენ საპატრიარქოში

თვითმარქვია ბერი, რომელიც უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას - რას აცხადებენ საპატრიარქოში
თვითმარქვია ბერი, რომელიც უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას - რას აცხადებენ საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ. 

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პირს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ის არასდროს ყოფილა არც ერთი მონასტრის საძმოს წევრი და არც ბერად აღკვეცილა.

,,ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ

ე.წ. ბერი გაბრიელ კოკოლიშვილი

ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ბერის სამოსით წარმოდგენილი ახალგაზრდა, ე.წ. ბერი გაბრიელი, თითქოს ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას.

აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, იგი აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იწყებენ იმ ე.წ. სასულიერო პირების მხილებას, რომლებიც თავს სასულიერო პირებად წარმოაჩენენ და აღასრულებენ ღვთისმსახურებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system