თავში

,,უარესად ნუ დაიმძიმებ მდგომარეობას და შენ თვითონ გამოჩნდი" - PHOTO

,,უარესად ნუ დაიმძიმებ მდგომარეობას და შენ თვითონ გამოჩნდი" - PHOTO
,,უარესად ნუ დაიმძიმებ მდგომარეობას და შენ თვითონ გამოჩნდი - PHOTO

თბილისში, დიღომში, გვიან ღამით, უცნობი პირი საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა გაქცევა სცადა და კიდევ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. ამის შესახებ ლელა გელაძე სოციალურ ქსელში წერს და დაზიანებული ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს.

,,ღამის პირველ საათზე, კორპუსის წინ გაჩერებულ მანქანას რომ დაეჯახები, შემდეგ უტიფრად გარბიხარ, გაქცევის პროცესში კიდევ 10 მანქანას ამტვრევ და შენი მანქანიდანაც გარბიხარ, ალიოოოო... 21-ე საუკუნეა, კამერების ჩანაწერი ადგილზეა, სანომრე ნიშანი შემთხვევის ადგილზეა, შენი მანქანიდან ამოღებულია საბუთები და იქნებ გეყოს გონიერება, უარესად ნუ დაიმძიმებ მდგომარეობას და შენ თვითონ გამოჩნდე", - წერს ლელა გელაძე სოციალურ ქსელში. 

report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system