თავში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

9 ოქტომბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში 7-9 ოქტომბერს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +12-დან +15 გრადუსამდე გათბება.

10 ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება. ტემპერატურა +20 დან +24 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 7 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა +20, ზოგგან +27 გრადუსამდეც კი გათბება.

ნალექის შეწყვეტას და ტემპერატურის მატებას ელოდებიან მაღალ მთაში 8 ოქტომბრიდან. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system