თავში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში, 11 მარტს მოსალოდნელია ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ნალექი, უმეტესად წვიმის, ხოლო მთაში მცირე თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, +7გრადუსი სითბო.

12 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება -6, +5 გრადუსი სითბო. დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, +5 გრადუსი. 

13 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება დაბალი ტემპერატურა და ნალექი. დასავლეთ საქართველოში ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება -2, ხოლო მაქსიმალური ნიშნული +11 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ღამით ჰაერის ტემპერატურა -6°-მდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5° იქნება.

თბილისში 11-12 მარტს მოსალოდნელია ნალექი, წვიმის და მცირე თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +2, +5°. 

13 მარტს, დედაქალაქში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, დღისით +5 გრადუსი სითბო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system