თავში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

9 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ნალექი, უმეტესად წვიმის, ხოლო მთაში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3, +11 გრადუსი სითბო.

10  მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება -3, ხოლო მაქსიმალური ნიშნული +13 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ღამით ჰაერის ტემპერატურა -6°-მდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +11° იქნება.

თბილისში 9-10 მარტს დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა -3, +10°. 9 მარტს, დედაქალაქში ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, თოვლის სახით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system