
ბათუმში 23 წლის ბიჭი სარეკლამო ბილბორდის გაკვრის დროს გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სარეკლამო ბანერის გაკვირისას ბათუმში ახალგაზრდა კაცი 21 აგვისტოსაც დაიღუპა.