თავში

უბედურ შემთხვევას ,,საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას ,,საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი ემსხვერპლა
უბედურ შემთხვევას ,,საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

გარდაიცვალა ,,საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი, დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა,  – ,,საქართველოს რკინიგზა" ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა ,,საქართველოს რკინიგზის" ორი თანამშრომელი, (ელენტრომონტიორები) დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა. (ასევე ელექტრომონტიორი).

„საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

report.ge- შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system