თავში

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება
უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკორაიონის (ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის და გრიშაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის მოსახლეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system