თავში

უბნებზე სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა - "მრავალეროვანი საქართველო"

უბნებზე სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა - "მრავალეროვანი საქართველო"
უბნებზე სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა - მრავალეროვანი საქართველო

"ამ დროისათვის ჩვენმა დამკვირვებლებმა უბნებზე სულ 17 დარღვევა აღმოაჩინეს", - ამის შესახებ საერთო სამოქალაქო მოძრაობის "მრავალეროვანი საქართველოს" ექსპერტმა განაცხადა.

ლელა ტალიურის თქმით, უბნებზე სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები დაფიქსირდა.

,,დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვის 5 ფაქტი დაფიქსირდა. მარნეულის 13.22.65 უბანზე, მარნეულის #13.22.36 უბანზე, ახალქალაქის #18.40.61 უბანზე, კრწანისის #01.04.25-უბანზე, კრწანისის #01.04.19 უბანსა და მარნეულის #13.22.70-ე უბანზე. საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობის სულ 4 ფაქტი დაფიქსირდა. ნინოწმინდის #18.41.34 უბანზე, მარნეულის #13.22.65 უბანზე, მარნეულის #13.22.80 უბანსა და ისნის #04.05.02 უბანზე. სიტყვიერი დაპირისპირების 1 ფაქტი დაფიქსირდა მარნეულის #13.22.71-ე უბანზე. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 1 ფაქტი დაფიქსირდა ყვარელის  #10.16.12-ე საარჩევნო უბანზე. სადემონსტრაციო ოქმის არშევსების 2 ფაქტი დაფიქსირდა ნინოწმინდის #18.41.28-ე უბანსა და მარნეულის #13.22.65 უბანზე. თერმოსკრინინგის ჩატარების წესის დარღვევის 2 ფაქტი დაფიქსირდა ახალქალაქში. მარნეულში უბანზე არაუფბებამოსილი პირის ყოფნის ერთი შემთვევა დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის 1 ფაქტი დაფიქსირდა დმანისისი  #14.24.48  უბანზე", - განაცხადა ლელა ტალიურმა.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system