
მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,უფალო, გევედრები, დამიბრუნე ჩემი ანგელოზი, გთხოვ. უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ ტკივილს, ერთი ოჯახისთვის ამდენი ტკივილი უკვე მეტისმეტია. უფალო, გთხოვ, ოღონდ ჩემი სიცოცხლე წაიღე, ოღონდ ჩვენი ბიჭი ჯანმრთელი დაგვიბრუნე. გთხოვ, გევედრები უფალო", - წერს დაკარგულის მამიდა.
შეგახსენებთ, მესტიაში, დაკარგულ არასრულწლოვანს მესამე დღეა ეძებენ.
მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი, დაკარგულს ეძებენ დრონებით.