თავში

"უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო" - ლევან რატიანი ინდურ შტამზე

"უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო" - ლევან რატიანი ინდურ შტამზე
უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო - ლევან რატიანი ინდურ შტამზე

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით,  ინდური შტამის ვირუსი უფრო ტოქსიკურია და ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას ბევრად სწრაფად შეუძლია სამიზნე ორგანოს დაზიანება.

"მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსები ოდითგანვე იყო ცნობილი, 1960 წლიდან არის ამ ვირუსების ოჯახის შესახებ ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ სხვა ვირუსების ოჯახისგან განსხვავებით, ამ ვირუსებს ახასიათებთ ერთი რამ - ისინი უფრო სწრაფად მუტირებენ. ამიტომაცაა, რომ ერთ ოჯახში 40 სახეობაა და ის სახეს იცვლის.

ინდოეთში არსებული შტამის შესახებ ამბობენ, რომ უფრო ტოქსიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში მას უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მოცირკულირე ახალმა კორონავირუსმა. იმედია, რომ აქამდე ვერ ჩამოაღწევს, ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,"- განაცხადა ლევან რატიანმა "ღამის კურიერში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system