თავში

უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული - ლომჯარია

ოს შემოღებული - ლომჯარია
უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული - ლომჯარია

"რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება", - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

"დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ არ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე საგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება, ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია.

ჩვენ არაფერი გვაქვს ხელთ, გარდა იმისა, რომ ამ სიტუაციაში იყოს უფრო მკაცრი რეგულაციები, თუნდაც დროებით, მე არ ვგულისხმობ ხანგრძლივად, მაგრამ როდესაც დღეში 60-70 კაცი იღუპება, ჩვენ არ გვყავს ვაქცინირებულების სათანადო რაოდენობა, არ შეიძლება, ყველაფერი იყოს ღია", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system