თავში

,,უფრო უარესად ვარ, იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას" - ხიდაშელი

,,უფრო უარესად ვარ, იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას" - ხიდაშელი
,,უფრო უარესად ვარ, იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

ხიდაშელი ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ პოსტში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ეხმაურება და წერს, რომ თბილისის თავზე წითელი დროშები აღარასოდეს იქნება.

,,ამ უმძიმეს დღეს მადლობას გიხდით ყველა ზარისთვის და შეტყობინებისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ ვპასუხობ. დღეს უფრო უარესად ვარ, ვიდრე გუშინ და გუშინწინ და ძალიან მიჭირს საუბარი. იმედია მალე დავაღწევ თავს ამ უბედურებას.

#ახალიბოლშევიკებივერმოიგებენამბრძოლას 

#წითელიდროშებითბილისისთავზეაღარასოდესიქნება", - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system