თავში

უფროსკლასელებისთვის გურამ დოჩანაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა

უფროსკლასელებისთვის გურამ დოჩანაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა
უფროსკლასელებისთვის გურამ დოჩანაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა

მწერალთა სახლი საქართველოს სკოლების  IX-XII კლასის მოსწავლეებსთვის გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

კარცერი-ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“).

გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“).

ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში გაიმართება.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system