თავში

უგულავა: უნდა გაიხედო გვერდით და თქვა - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს

უგულავა: უნდა გაიხედო გვერდით და თქვა - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს
უგულავა: უნდა გაიხედო გვერდით და თქვა - მოდი, ხალხმა გადაწყვიტოს

"ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ჩვენს დოკუმენტში ასევე ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე. ეს [პლებისციტი] ერთ-ერთი შუალედური გზა შეიძლება იყოს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს გააცნო პაკეტი, რაც ელჩების შუამავლობით "ქართულ ოცნებას" შესთავაზეს. 

"პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ თქვას - მოდი ხალხს ვკითხოთ. დეტალიზაციას მე აღარ გავაკეთებ და დაველოდები ორ სამ დღეს, როდესაც ფორმალურად გვექნება პასუხი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციურ პარტიებსა და "ქართული ოცნებას" შორის საერთაშორისო დიპლომატების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ოპოზიცია 31 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system