თავში

საგარეო უწყება: თურქებთან მიმდინარეობს მუშაობა ვუჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციაზე

საგარეო უწყება: თურქებთან მიმდინარეობს მუშაობა ვუჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციაზე
საგარეო უწყება: თურქებთან მიმდინარეობს მუშაობა ვუჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციაზე

ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში მყოფი ქართველები, შესაძლოა, თურქული თვითმფრინავით გადმოიყვანონ, -ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყება თურქეთთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

,,გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა ვუჰანის პროვინციიდან", - განუცხადეს report.ge-ს საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული თვითმფრინავი ჩინეთიდან, კერძოდ, ვუჰანის პროვინციიდან 50-მდე მგზავრს წამოიყვანს, მათ შორის საქართველოს 7 მოქალაქეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system