თავში

ოკუპირებული რეგიონებიდან უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილეს

უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილეს
ოკუპირებული რეგიონებიდან უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხი განიხილეს

ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე სუს-ის ხელმძღვანელმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმდჯომარე ტოივო კლაართან იმსჯელა. გრიგოლ ლილუაშვილმა ევროპელ პარტნიორს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

"ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის გადაწყვეტილებასა და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებზე. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე იმსჯელეს, მათ შორის, COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system