თავში

უხ, შენ გენაცვალე სიძლიერეში - მაიკო კაჭკაჭიშვილი

უხ, შენ გენაცვალე სიძლიერეში - მაიკო კაჭკაჭიშვილი
უხ, შენ გენაცვალე სიძლიერეში - მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მსახიობ ბესო ზანგურის ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს აზიარებს, სადაც ის ამბობს, რომ ქალებისთვის თავს ძლიერ მამაკაცად მიიჩნევს. კაჭკაჭიშვილის თქმით, ახლა უკეთ მიხვდა, რატომ აქვს პრობლემები საპირისპირო სქესთან. 

"უუხ შენ გენაცვალე სიძლიერეში.

ეხლა უფრო კარგად ვხვდები რატომ მაქვს დიდი პრობლემები მამრობით სქესთან და რატომ ხვდებოდათ თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები (ბევრი დამეთანხმება მოძალადე უზრდელ, ხეპრე და კორმით გამოზრდილ ორას კილოიან დაცვებს ჩანთა და მასში მყოფი ყველა სუნამო და კიდევ მრავალი საგანი ელეწებოდათ თავზე).  ყველას არ ეხება რათქმაუნდა. 

მაგრამ ისეთი მესხური სული მაქვს ( გეცოდინებათ მესხებზე ლეგენდები მაინც) რომ ნებისმიერი მოძალადის წინაშე ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ !!

ძირს არაკაცები !!!" - წერს კომპოზიტორი. 

გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

საჯარო განცხადების შემდეგ მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბესო ზანგური "რუსთაველის თეატრის" მსახიობია. თეატრმა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ მოკლე განცხადება გაავრცელა და ძალადობა დაგმო, თუმცა მსახიობი თეატრში დატოვა. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა. მან ბესო ზანგურის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

მომხდარის შემდეგ ბესო ზანგურს გაემიჯნა მისი სასცენო პარტნიორი, რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილმა, როგორც ინაშვილმა განაცხადა, ის აღარ აპირებს ზანგურთან ერთად ერთ სცენაზე დგომას.

მოგვიანებით ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაადანაშაულა. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ხნის თეატრალურ უნივერსიტეტში ნახა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს.

ამის შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმა , სადაც აღნიშნულია, რომ იმ სპექტაკლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system