თავში

ინფექციურში მოთავსებული 16 პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია

ინფექციურში მოთავსებული 16 პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია
ინფექციურში მოთავსებული 16 პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია

16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე, ყველა მათგანზე მიღებულია ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, შესაბამისად, ისინი უკვე იმყოფებიან საკარანტინე სივრცეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი რჩება, აქედან 11 პაციენტს ანალიზებს დღეს აუღებენ.

"რაც შეეხება 3 ინფიცირებულ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები, ასევე, ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.

პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system