თავში

,,მედიაზე შტურმი იწყება!" - ელისო კილაძეს ,,ფეისბუქი" დაუბლოკეს

,,მედიაზე შტურმი იწყება!" - ელისო კილაძეს ,,ფეისბუქი" დაუბლოკეს
,,მედიაზე შტურმი იწყება! - ელისო კილაძეს ,,ფეისბუქი დაუბლოკეს

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორს, ელისო კილაძეს ,,ფეისბუქის" პირადი გვერდი დაუბლოკეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ კილაძემ სოციალურ ქსელში, მედიაჰოლდინგის გვერდის საშუალებით გაავრცელა. 

,,ჟურნალისტებზე თავდასხმა, ჩემი გვერდის დაბლოკვა და ის ინფორმაციები რაც მივიღე, უტყუარად ადასტურებს იმას რომ მედიაზე შტურმი იწყება!

მობილიზებულია ტროლ ბიურო და ქოცმხარდამჭერები სრულად !

მინდა მკაფიოდ იცოდეთ-თქვენი არ მეშინია!", - დაწერა ელისო კილაძემ. 

მოგვიანებით კი, მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შეტევა განხორციელდა გაზეთის გვერდზეც.

,,მეგობრებო, დაიწყო მასირებული შტურმი როგორც ჩემს, ისე გაზეთის გვერდზეც!

ორგანიზებულ კიბერ კამპანიას ხელისუფლების დავალებით გერმანიაში მცხოვრები აგენტი არჩილ ცაგურიშვილი ეწევა!

უკვე მივაწოდე ინფორმაცია გერმანიიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს!!!

პასუხს ვამზადებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წერილზეც!

მოკლედ, ვემზადებით დიდი ომისთვის !", - წერს ელისო კილაძე.

მისივე ინფორმაციით, მომხდარს დროული რეაგირება მოჰყვა და ამერიკელი მეგობრების დახმარებით სოციალურ ქსელში პირად გვერდს დაიბრუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system