თავში

"უკიდურესად მნიშვნელოვანია" - დაავადებათა კონტროლის ცენტრის საგანგებო განცხადება

"უკიდურესად მნიშვნელოვანია" - დაავადებათა კონტროლის ცენტრის საგანგებო განცხადება
უკიდურესად მნიშვნელოვანია - დაავადებათა კონტროლის ცენტრის საგანგებო განცხადება

"დღეს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან COVID-ინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

NCDC დაინტერესებულ ორგანიზაციებს, კერძო და სამთავრობო სექტორს მოუწოდებს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში. 

"მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები, რათა თანდათან სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს “COVID-უსაფრთხო”. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონ-ლაინ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა მათ შეკითხვას.დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს ნინო მამუკაშვილი ( ტელ.:595 956 103; ელ.ფოსტა:[email protected])

თამარ ქაშიბაძეს (ტელ.: 551 170051; ელ.ფოსტა: [email protected])" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system